58 წლის მამაკაცი 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დააკავეს
რუსთავში 12 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე პოლიციამ 58 წლის მამაკაცი დააკავა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი გოგონას მეზობლად ცხოვრობდა. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ეჭვმიტანილი მოზარდს ქუჩაში აედევნა, შემდეგ კი მისი სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სცადა და ფიზიკურადაც შეეხო.
როგორც ცნობილი ხდება, ბოლო პერიოდის მანძილზე მამაკაცი გოგონას ხშირად უთვალთვალებდა და ქუჩაში ჩუმად ედევნებოდა კიდეც.
კომენტარი