სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდიე დროგბას „რეალში“ იხმობენ...

მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მაურინიოს დიდიე დროგბას გადმობირება სურს. აღსანიშნავია, რომ მაურინიომ დროგბასთან ერთად „ჩელსის“ სასარგებლოდ მუშაობისას, არაერთხელ მოიგო ფეხბურთის სხვადასხვა ჩემპიონატი.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 34 წლის კოტდიუარელი თავდამსხმელი, „სამეფო კლუბის“ ორწლიანი კონტარქტის პირობებს გაეცნო.

მაურინიო, რომელმაც დროგბა „ჩელსის“ რიგებში 2004 წელს მიიღო, გასულ წელსაც ცდილობდა თავდამცხმელის „რეალში“ გადაყვანას, მაგრამ კლუბები ფეხბურთელის ღირებულებაზე ვერ შეთანხმდნენ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალის გმირისადმი ინტერესს ესპანეთის, იტალიის, გერმანიისა და რუსეთის საფეხბურთო კლუბებიც გამოხატავენ. ჯერჯერობით უცნობია თავად ფორვავრდი რომელ შემოთავაზებას მიანიჭებს უპირატესობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100