პატიმარი ციხიდან საკვების მისაღები სარკმლიდან გაიქცა
სამხრეთ კორეაში, იოგაში დახელოვნებული პატიმარი საკვების მისაღები პატარა სარკმელიდან გაიქცა.
სარკმელის სიგანე 45, სიმაღლე კი 15 სანტიმეტრი გახლდათ. 50 წლის ჩოი გალ ბოკმა კი ამ სარკმელში გაძრომა და გაქცევა მოახერხა. ჩოის სიმაღლე 162 სანტიმეტრი, წონა კი 52 კილოგრამი გახლავთ. მან სარკმელში გაძრომა რვაფეხასავით მოახერხა.
ჩოიმ ამ გზით გაქცევა 22 წლის წინაც მოახერხა, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე დაიჭირეს. მეორე ცდა კი შედარებით წარმატებული აღმოჩნდა და მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.
კომენტარი