სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში 26 წლის მშობიარე დაიღუპა, მისმა ექიმმა კი თვითმკვლელობა სცადა

თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, რომელსაც თვითმკვლელობის მცდელობაც დაერთო თან.

საავადმყოფოში 26 წლის მშობიარე ნინო მარტოიანი დაიღუპა, ხოლო მას შემდეგ, რაც მშობიარობის პროცესი ფატალური შედეგით დასრულდა, მარტოიანის მკურნალმა ექიმმა კლარა მელორიანმა თვითმკვლელობა სცადა და საავადმყოფოს მეორე სართულიდან გადახტა. ის ამ დროისთვის რეანიმაციაში იმყოფება.

პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმის მაია დოლიძის განცხადებით, "მშობიარე ნინო მარტოიანის დაღუპვის მიზეზი ძლიერი სისხლდენა გახდა, მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა".

საავადმყოფოში სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს მოკვლევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100