კარგი ამბავი მათთვის, ვინც მიკროავტობუსით მგზავრობს - ნახეთ ახალი გადაწყვეტილება
თბილისში მოძრავ ე.წ. ლურჯ მიკროავტობუსებში წინ დაჯდომა დასაშვები ხდება.
მგზავრებს კვლავ არ შეეძლებათ მიკროავტობუსში მგზავრობის დროს ფეხზე დგომა და მონიტორინგის სამსახურს ასეთ შემთხვევებზე შესაბამისი რეაგირება ექნება.
თბილისში 1 თებერვლიდან "ყვითელი მიკროავტობუსები" სრულად ჩანაცვლდა ახალი, ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსებით. სწორედ ამ დღიდან იყო აკრძალული მგზავრებისთვის მძღოლის გვერდით ჯდომა.
კომენტარი