სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კემეროვოს ინტერნატში 27 ბავშვი შიმშილით გარდაიცვალა

კემეროვოს ოლქში მდებარე, გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვთა სკოლა-ინტერნატში ორი წლის განმავლობაში 27 მოსწავლე გარდაიცვალა და პროკურატურამაც ყური მხოლოდ ამის შემდეგ შეიბერტყა. ისინი ბავშვთა სახლში არსებულ მდგომარეობას ამოწმებენ. უკვე ჩატარდა გარდაცვლილი ბავშვების სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც სენსაციური დასკვნა დადო: ყველა ბავშვის გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი - შიმშილია.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და ინტერნატის დირექტორი დააკავა. დაწესებულებაში სულ ასამდე გონებრივად ჩამორჩენილი ბაშვია. 2009 წელს ცხრა, 2010 წელს - თხუთმეტი, ხოლო წელს, ამ დრომდე - კიდევ სამი ბავშვი გარდაიცვალა. პროკურატურამ ისიც გაარკვია, რომ ბავშვების გარდაცვალების მიზეზი არამხოლოდ არასათანადო კვება, ცუდი მოვლაცაა. ამ დროისთვის დაკავებულნი არიან სასწავლებლის დირექტორი და მისი მოადგილე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100