სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნება" 35.9 - "ნაციონალური მოძრაობა" 34.2 - GFK კვლევის შედეგებს აქვეყნებს

საზოგადოებრივი კვლევის ახალი შედეგები. გერმანულმა კომპანია GFK-მ რუსთავი 2-ის დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

ალოკაციის შედეგად საბოლოო პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება.

ქართული ოცნება 35.9
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 34.2
სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე 9.8
ლეიბორისტული პარტია 5.4
თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია 4.5
პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი 2.4
ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა 2.2
რესპუბლიკური პარტია 0.7
პოლიტიკური ცენტრი გირჩი 0.5
ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე 0.5

გირჩი, ვაშაძე და ბურჭულაძე საველე სამუშაოების დაწყებისას ცალცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო რესპუბლიკელები ჯერ კიდევ მთავრობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100