Johnson & Johnson -ის ბავშვის შამპუნი კიბოს იწვევს?
Johnson & Johnson -ის ბავშვის შამპუნში 2 ისეთი ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს, რომელიც კიბოს იწვევს. ამ ინფორმაციას ამერიკული Fox News -ი ავრცელებს. აღნიშნული შამპუნი აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დიდი ოდენობითაა გაყიდვაში.
ჯანდაცვის 25 ორგანიზაციის კოალიცია, რომელიც აშშ-სა და სხვა ქვეყნებში 3.5 მილიონი ადამიანის ინტერესებს გამოხატავს, მომხმარებლებს დაბეჯითებით მოუწოდებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადონ Johnson & Johnson -ის ბავშვის შამპუნს მანამ, სანამ კომპანია, რომელიც თავის პროდუქციას მთელ მსოფლიოში ყიდის, არ ამოიღებს შამპუნის შემადგენლობიდან მავნებელ ქიმიურ ნივთიერებებს. კოალიციამ Johnson & Johnson -ს მოუწოდა 15 ნოემბრამდე გაყიდვებიდან სრულად ამოიღოს თავისი პროდუქცია.
2009 წლამდე ჩატარებულმა დამოუკიდებელმა კვლევებმა, რომელიც Johnson & Johnson -ის კოსმეტიკური საშუალებების უსაფრთხოებას ეხებოდა, აჩვენა, რომ ბავშვის შამპუნსა და ბავშვის როგორც ჩვეულებრივ, ისე კრემისებრ საპონში დიოქსინის დონე 1,4 იყო. არადა Johnson & Johnson -ი ამ პროდუქტების რეკლამირებისას ამტკიცებდა, რომ ეს პროდუქტები ნატურალური იყო.
ამა წლის ივნისში სულ მცირე 13 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, კანადაში, ჩინეთსა და ავსტრალიაში Johnson & Johnson -ის ბავშვის შამპუნში quaternium-15 აღმოაჩინეს, მაშინ როცა დიდ ბრიტანეთში, დანიაში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკასა და შვედეთში კომპანიის მიერ გასაყიდად გატანილ აღნიშნულ პროდუქციაში მსგავსი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.
ამის საპასუხოდ Johnson & Johnson -მა განაცხადა, რომ ფორმალდეჰიდის (ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი, უფერო აირი) დამცავი საშუალებების quaternium-15 -ის გამოყენება აშშ-სა და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში კანონით დაშვებულია, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი ბავშვებისთვის განკუთვნილ პროდუქციაში მის გამოყენებას თანდათან მაინც შეამცირებენ და ახალგამოშვებულ პროდუქციაში დიოქსინის (დიოქსინი - მომწამვლელი ქიმიური ნივთიერება) შემცველობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
Associated Press - ის ინფორმაციით ქიმიური ნივთიერება quaternium-15 არის დამცავი საშუალება ბაქტერიის მოსაკვდინებლად, რომელიც გამოყოფს ფორმალდეჰიდს (ჭიანჭველმჟავას ალდეჰიდი, უფერო აირი). ფორმალდჰეიდის ქიმიური შემადგენლობა ფართოდ გამოიყენება გვამის დეზინფექციისა და დამცავ საშუალებად. ფორმალდჰეიდმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს კანის, თვალებისა და სასუნთქი საშუალებების გაღიზიანება.
აშშ-ის ტოქსიკოლოგიის ეროვნული პროგრამის წარმომადგენლებმა კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ფორმალდჰეიდი არის კარციროგენული ქიმიური ნივთიერება, რომელიც როგორც მოგეხსენებათ კიბოს იწვევს.
guardian.ge
კომენტარი