როდის დასრულდება ასფალტის დაგება ქარვასლის მიმდებარე ტერიტორიაზე?
თბილისში, ქარვასლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაფუჭებული ასფალტი და დროში გაწელილი სარემონტო სამუსაოები დედაქალაქის მოსახლეობას დიდ დისკომფორტს უქმნის. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის მერია განცხადებას ავცრელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ.
“ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე ასლფატ-ბეტონის საფარის ქვედა ფენის დაგება დაიწყო. საგზაო სამუშაოები ცოტნე დადიანის ქუჩაზე ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს. ქუჩაზე მოეწყო ახალი სანიაღვრე ქსელი 800 მმ რკინა-ბეტონის მილებით. პროექტით გათვალისწინებულია ახალი საფეხმავლო ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობაც.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1.6 მილიონი ლარია, ივნისის დასაწყისში დასრულდება. ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და გზის საფარი მთლიანად განახლდება 19.000 მ2 ფართობის გზაზე.
სამუშაოებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით კონტრაქტორი კომპანია შ.პ.ს „ძამა“ ასრულებს.” - ნათქვამია განცხადებაში
კომენტარი