სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის კურატორს თავს ნიანგი დაესხა

ნიანგი სახელად ნელსონი დღეს დილით, თბილისის ზოოპარკის ეგზოტარიუმის დირექტორს, გურამ წიკლაურს თავს დაესხა. დირექტორს ნიანგმა ფეხზე უკბინა და შარვალი შემოახია.

თავად დაზარალებულის განცხადებით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა, როდესაც ნიანგი ეგზოტარიუმიდან ახალ ადგილას, ღია ცის ქვეშ გადაჰყავდათ.

"მე მცირე სამედიცინო ჩარევა დამჭირდა. და შარვალსაც ახალს ვიყიდი. რას იზამ, როდესაც საქმე საშიშ ცხოველებთან გაქვს, ასეთ რამეს მუდმივად უნდა ელოდო. ჩემი დამოკიდებულება რეპტილიის მიმართ არ შეცვლილა", - განაცხადა წიკლაურმა.

მისივე თქმით, უკანასკნელ პერიოდამდე მიიჩნეოდა, რომ ნელსონი მამრობითი სქესის იყო, თუმვა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის მდედრი ყოფილა.

ნელსონი ეგზოტარიუმში დაახლოებით რვა წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100