სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარადოქსული სამეული ერთ პარტიაში

კახა კუკავა, ეკა ბესელია და ლევან გაჩეჩილაძე - ამ სამი პიროვნების წარმოდგენა, ალბათ, ყველგან შეიძლება, თუმცა, არა ერთ პოლიტიკურ პარტიაში. დიახ, რამდენად პარადოქსულიც არ უნდა იყოს, შესაძლოა, ეს სამი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანი და კიდევ უფრო განსხვავებული პოლიტიკოსი, ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიხილოთ.

ძირითადი საერთო, რაც ამ პოლიტიკოსებს აქვთ ის არის, რომ სამივემ თავიანთი პარტიები საკმაოდ ხმაურიანად დატოვეს, ბოლო წერტილი, როგორც ჩანს, ლევან გაჩეჩილაძისა და „ქართული პარტიის“ სკანდალი გახდა. შეიძლება ეს იყოს პარტია, ბლოკი, ჩვენ, პირველ რიგში, მეგობრები ვართ“ არ უარყო კახა კუკავამ ახალი პარტიის შექმნის ალბათობა, თუმცა, ეს ფაქტი არ დაადასტურა ეკა ბესელიამ. გაჩეჩილაძის პოზიცია ამ დრომდე უცნობია, როგორც ჩანს, მოტეხილი ფეხის მორჩენას ელოდება. ჯერჯერობით, უცნობია ისიც, თუ ვინ შეუერთდება ამ პარადოქსულ სამეულს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100