საუბნო საარჩევნო კომისიების ტრენინგები და პირველი სხდომები კოვიდ უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს
მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის
2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 3 664 საუბნო საარჩევნო კომისიის 63 000-მდე წევრს
სასწავლო ტრენინგები უტარდებათ. ტრენინგის პირველი ეტაპი 25 აგვისტოდან 2 სექტემბრის
ჩათვლით გაგრძელდება.
გადამზადების პროცესი ექვს ეტაპად განხორციელდება
და მის ჩატარებას სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული 202 ტრენერი და საოლქო საარჩევნო
კომისიების წევრები უზრუნველყოფენ.
ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული
ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნითა და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით,
სასწავლო პროცესის დაწყებამდე, ტრენინგის ყველა მონაწილე ანტიგენზე დამყარებული
Covid-19-ის სადიაგნოსტიკო სწრაფი ტესტით მოწმდება.
სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული
კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას
კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიის მიერ განსახორციელებელ საქმიანობებზე.
კომენტარი