ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული - საშინელი ავარია გმირთა მოედანზე
უმძიმესი ავარია თბილისში, გმირთა მოედანზე - მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოსრიალდა და ბოძს შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში 3 მგზავრი იმყოფებოდა. მათგან ერთი ადგილზე დაიღუპა, ორი კი დაზიანებებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე ამ დრომდე რამდენიმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაა მობილიზებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყეს.
კომენტარი