სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩერგოლეიშვილი ივანიშვილის ხელისუფლების 8 შეცდომას ასახელებს

პრემიერ მინისტრისა და ჟურნალისტების შეხვედრა დღეს მტავარი თემაა, მას დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელშიც მოჰყვა. გთავაზობთ ჟურნალ ტაბულას რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის საკმაოდ საინტერესო სტატუსს.

„მე რომ იქ ვყოფილიყავი ვიტყოდი რა გაკეთდა არასწორად ეკონომიკაში:

1. არასწორია ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის რამდენიმე თვით ადრე დაანონსება - ეს ბიზნესს სიფრთხილისკენ უბიძგებს.

2. არასწორია შეუსწავლელი დაპირებების გაცემა, მაგალითად ენერგოტარიფებთან ან გაზის საწვავთან დაკავშირებით - ეს ამ სფეროში ინვესტორებს აფრთხობს, იმდენად რამდენადაც მოგების დათვლის შესაძლებლობას არ აძლევს.

3. არასწორია მიწების უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა - ეს ინვესტორებს აფრთხობს.

4. არასწორია იმ ტიპის შრომის კოდექსის მიღება, რაც მიიღეს, ეს ბიზნესის გაფართოებას უშლის ხელს. ამაში თავად ივანიშვილიც მეთანხმება.

5. არასწორია ბანკებისთვის მევახშეების წოდება და ბიზნესისთვის მოწოდება, რომ ფასები დაუახლოვონ რაღაც ნიშნულებს - პრემიერს ფასებს არავინ ეკითხება. ფასებს ბაზარზე არსებული რეალობა განსაზღვრავს.

6. არასწორია რაღაც გაუგებარი საინვესტიციო ფონდის შექმნა, რომელიც ოფშორში იქნება რეგისტრირებული და რომლის მთავარი ინვესტორიც პრემიერ მინისტრია. ეს პოტენციურ ინვესტორებს აფრთხობს, იმდენად რამდენადაც პრემიერთან კონკურენციაში შესვლას არავინ მოისურვებს.

7. არასწორია სამართლიანობის აღდგენის სახელით ბიზნესის გადანაწილების მოლოდინის შექმნა. ეს ბიზნესმენებს საკუთრების დაკარგვის შიშს უჩენს და აქტივობის სურვილს უკლავს.

8. არასწორია სახელმწიფო დაზღვევის შემოღება - ეს სადაზღვევო ბიზნეს კლავს და სამუშაო ადგილებს ამცირებს.

შემიძლია კიდევ გავაგრძელო...“ - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100