გუკა რჩეულიშვილი: აქ ციხეში, რუთავი 2 არსებობის განუყოფელი ნაწილია, პირადად მე “ჩემი ცოლის დაქალებზე” დავჯექი
ნახეთ რას წერს გუკა რჩეულიშვილი რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ეს პოსტი პატიმრობაში მყოფმა სასამართლოს გადაწყვეტილებამდე გამოაქვეყნა:
სალამ.... რუსთავი 2-ის საქმის განხილვაა უზენაეს სასამართლოში და ამიტომ გადავწყვიტე ეს პოსტი დამეწერა. რუსთავი 2-ის ირგვლივ ეს ისტერია რომ დაიწყო, წლინახევრის წინ, თავიდანვე აქტიურად ჩავერთე ამ მაუწყებლის დაცვაში .მართალი, რომ გითხრათ, თავისუფლებაზე ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებდი(მე თვითონ სერიალში ვცხოვრობდი და განვაგრძობ...მიუხედავად ამისა, ჩემი თავი ვალდებულად ჩავთვალე თავისუფალი აზრი, სიტყვა დამეცვა,რადგან ყველა დანარჩენი უფლების დაცვა შესაძლებელია ” სიტყვით”. აქ ციხეში, რუთავი 2, არსებობის განუყოფელი ნაწილია, ზოგს მოსწონს, ზოგს არა, მაგრამ ფაქტია ყოველ საღამოს 9 საათზე ყველა საკნიდან "კურიერის" ხმა ისმის. პირადად მე “ჩემი ცოლის დაქალებზე” დავჯექი და ეხლა, რომ ისვენებენ მაგარი უკმაყოფილო ვარ. იმ ხალხს, ვისაც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონს, ერთ ფრაზას შევახსენებ - როდესაც შვეიცარიაში რუსსოს წიგნები დაწვეს, ვოლტერმა მას მიწერა : მე არ ვეთახმები არცერთ თქვენ მიერ გამოთქმულ სიტყვას , მაგრამ სიკვდილამდე დავიცავ მათი გამოთქმის უფლებას ! we will never surender!inshallah!
კომენტარი