სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაიკლ პენსი: დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას

ამერიკის ვიცე პრეზიდნეტმა საქართველოს პრემიერთან ერთად გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამერიკის მხარდაჭერას საქართველოსადმი. პენსმა ისაუბრა საქართველოსა და აშშ- 25 წლიან ურთიერთობაზე. მისი თქმით, ამერიკა მზადაა კიდევ უფრო გაღმავოს საქართველოსადმი მხარდაჭერა.

ვიცე პრეზიდენტმა 2008 წლის აგვისატოს ომზე ისაუბრა და ღნიშნა, რომ ამ დროს ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მისივე თქმით, აშშ განაგრზობს საქართველოს მხარდაჭერისთვის საჭირო გზების გამოძებნას.

“ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამას ვახორციელებთ იმ დღიდან, როდესაც რუსულმა ტანკებმა მოახდინეს 2008 წელს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მყარ პოზიციაზე დგომას. ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ ჩვენი ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისადმი და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გარდა, ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს ქვეყნის გამთლიანებას და ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ახალი გზების ძებნას, რის მეშვეობითაც ჩვენ გავაძლიერებთ საქართველოს. ეკონომიკურად დავეხმარებით ქვეყანას, რაც მოგვიტანს დამატებით დასაქმების საშუალებას, ეკონომიკურ წინსვლას და დარწმუნებული ვარ, რომ დადგება დღე, როდესაც ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას,“ - განაცხადა პენსმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100