სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნასა“ მარსმავალს ეძებს

„ნასამ“ მარსმავალ „სპირიტის“ მოსაძებნად უკანასკნელი ღონისძიებები გამოიყენა. თუ თვითმავალიდან სიგნალს დღესაც ვერ მიიღებენ, „ნასას“ სპეციალისტები სიგნალების დაჭერის მცდელობას შეწყვეტენ.

მიუხედავად მრავალრიცხოვანი მცდელობებისა, „სპირიტის“ ამოძრავება მეცნიერებმა ვეღარ შეძლეს. სპეციალიტები ვარაუდობენ, რომ მან მარსზე ზამთრის გადატანა ვერ შეძლო. მარსმავალის მზის ბატარეები კი მწყობრიდან გამოვიდა.

ზამთრის განმავლობაში, „სპირიტის“ გამათბობლებმა სათანადო ენერგია ვეღარ მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. მარსმავალი, სავარაუდოდ, გაიყინა. „ნასა“ ბოლო დრომდე იმედს მაინც არ კარგავდა, რომ მის დაბრუნებას და შესაბამისი ფუნქციების გამოყენებას შეძლებდა, თუმცა მეცნიერების ყველა მცდელობა, ამჯერად, წარუმატებლად დასრულდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100