სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეროვნული კინოცენტრი უშგულში ჩარჩენილ გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ეროვნული კინოცენტრი უშგულში ჩარჩენილ გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დილიდანვე ესაუბრა შესაბამისი უწყებების, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებს.
ასევე დაუკავშირდა მესტიის მუნიციპალიტეტის დეპუტატს ვიქტორ ჯაფარიძეს და მისგან პირადად შეიტყო არსებული მდგომარეობა. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გაწმენდითი სამუშაოები მიმდიანრეობს, მხოლოდ 2 ადგილი დარჩა გასაწმენდი და უახლოეს პერიოდში მოხდება დახმარების აღმოჩენა. როგორც კინოცენტრს შესაბამისი უწყებებიდან აცნობეს, მობილიზებულია ვერტმფრენი, რომელიც უამინდობის გამო ამ ეტაპამდე ვერ ახერხებს უშგულში გადაფრენას. ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ჯგუფების მუშაობა, რომლებიც დამატებითი საშუალებებით ცდილობენ გზის გაწმენდას. ეროვნული კინოცენტრი ჩართულია პროცესში, მუდმივად ხაზზეა გადამრებ ჯგუფთან რათა შესაძლებლობების ფარგლებში, დროულად მოხდეს გადამღები ჯგუფისთვის დახმარების აღმოჩენა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100