„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად ანგარიში გაიხსნა
“ბავშვთა სამყარო“-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეების დასახმარებლად, ს.ს. "სავაჭრო ცენტრი ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობის ინიციატივით, სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანებამ საქველმოქმედო ანგარიში გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხა ჩარიცხოს. შეგროვილ რესურსს, ფონდის მესვეურები “ბავშვთა სამყარო"-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, ყველა დაზარალებულზე გადაანაწილებენ. მოვაჭრეებისთვის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეუძლიათ:
ს.ს. ,,თიბისი ბანკი" GE48TB7503936020100002 ს.ს.
,,ვითიბი ბანკი" GE42VT6600030033003602 ს.ს.
,,ხალიკ ბანკი საქართველო" GE02HB0000000000593608
მიმღები - ააიპ სავაჭრო - კომერციული ცენტრების (ბაზრობების) გაერთიანება.
საქველმოქმედო ზარის განხორციელება ასევე შეგიძლიათ საქართველოს ნებისმიერი ოპერატორიდან ,,მაგთის", ,,ჯეოსელის" და ,,ბილაინის" აბონენტებს, შემდეგ ნომერზე 0 901 901 959. ზარის ღირებულება 1 ლარია.
სავაჭრო-კომერციული ცენტრების გაერთიანება სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებსა თუ რიგით ადამიანებს მოუწოდებს, უბედური შემთხვევით დაზარალებულ თანამოქალაქეებს ხელი გაუმართონ. შეგახსენებთ, რომ ხანძარი სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროში" 30 იანვრის დილის 3 საათისთვის გაჩნდა. ხანძრის შედეგად შენობა მთლიანად დაიწვა. დაზარალდა ათეულობით ადამიანი, რომლებიც როგორც "ბავშვთა სამყაროს" სავაჭრო ცენტრში ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობდნენ.
კომენტარი