სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის მორჩილი სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ვერ ბედავს - მიხეილ სააკაშვილს ადვოკატები შეხვდებიან

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დღეს ციხეში ადვოკატები ისევ შეხვდებიან. ის უკვე მე-19 დღეა შიმშილობს, უჭირს გადაადგილება და საუბარი.


 უფლებადამცველები ამბობენ, ხელისუფლება სასამართლო პროცესების ჩანიშვნას ხელოვნურად აჭიანურებს, რადგან მიხეილ სააკაშვილის საჯაროდ გამოჩენის ეშინიათ.

 "ბუნებრივია, შიმშილობის ყოველი ახალი დღე ფიზიკური ძალების დასუსტებასთან არის დაკავშირებული, მაგრამ მისი მორალური მხნეობა აძლევს მას შესაბამის ენერგიას, განწყობას საიმისოდ, რომ ადვოკატებს უშუალოდ შეგვხვდეს. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი სასამართლო ამ დრომდე ვერ ბედავს ჩანიშნოს სასამართლო განხილვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პირადად, პირდაპირ არ მიეცეს ქართველი ხალხისთვის მიმართვის შესაძლებლობა", - თქვა ბექა ბასილაიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100