მარკა მაჰათმა განდის გამოსახულებით აუქციონის საშუალებით გაიყიდება
ჟენევის სააუქციონო სახლმა, „David Feldman“-მა ძალიან იშვიათი მარკის გაყიდვის შესახებ განაცხადა. მარკა 1948 წლით თარიღდება და მასზე მაჰათმა განდია გამოსახული. მარკის საწყისი ღირებულება 205 ათასი ამერიკული დოლარია.
1948 წლის 15 აგვისტოს ინდოეთის მთავრობამ, მაჰათმა განდის საპატივცემულოდ რამდენიმე ათეული აღნიშნული მარკა გამოუშვა. იმავე წლის იანვარში კი ეს უკანასკნელი მოკლეს. აუქციონზე გამოტანილი მარკა არის ერთ-ერთი იმ 18-დან რომლებმაც ჩვენამდე მოაღიეს, თუმცა დანარჩენი 17-ის ადგილსამყოფელი უცნობია.
მაჰათმა განდი ინდოეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. საკუტარ ვაჟებთან ერთად, განდიმ ძალოდობის საწინააღმდეგო ფილოსოფია შექმნა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მსოფლიო გადატრიალებაში მონაწილე მხარეებზე.
განდის სახელს ინდოეთში ძალიან დიდი პატივს სცემენ და მათი რელიგიისთვის შესაბამის წმინდანთან აიგივებენ. მაჰათმა განდი ერის სულიერი ლიდერი იყო და მთელი თავისი სიცოცხლე ქვეყნის გაერთიანებას დაუთმო, საბოლოოდ კი შეეწირა თავის იდეებს.
კომენტარი