კონკლავმა ახალი პაპი აირჩია (ვიდეო)
ვატიკანში კონკლავმა კათოლიკური ეკლესიის ახალი ხელმძღვანელი აირჩია. რომის 266-ე პაპი ისტორიაში პირველად არ არის ევროპელი.
კათოლიკურ ეკლესიას სათავეში
არგენტინელი კარდინალი,
ბუენოს აირესის
არქიეპისკოპოსი ხორხე
მარიო ბერგოლიო
ჩაუდგება, რომელმაც
პონტიფიკოსად არჩევის
შემდეგ სახელი
ფრანცის პირველი
მიიღო.
თეთრი კვამლი სიქსტის კაპელადან მეხუთე კენჭისყრის შემდეგ ამოვიდა. ახალი პაპის ვინაობა კი წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან არქიეპისკოპოსმა
ჟან ლუი ტორანმა დაასახელა.
მრევლს უკვე მიმართა თავად პაპმა. მან წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილები დალოცა და ბენედიქტე მეთექვსმეტისთვის
ილოცა.
რომის ეკლესიის ახალი წინამძღოლი 76 წლისაა. იმ კარდინალებს შორის, რომლებიც პონტიფიკოსს ირჩევდნენ, ის ერთადერთი იეზუიტია. ცნობილია, რომ ფრანცის პირველი აბორტისა და ევთანაზიის, ასევე ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ იბრძოდა.
ხორხე მარიო ბერგოლიო 2001 წელს, პონტიფიკოსის არჩევისას ბენედიქტე მეთექვსმეტეს მთავარი კონკურენტი იყო, თუმცა წელს ექსპერტები მას კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის
კანდიდატებს
შორის არ ასახელებდნენ.
მსოფლიო რომის პაპის არჩევას აღნიშნავს. მთელი ღამე გაგრძელდა დღესასწაული არგენტინაში. ბუენოს აირესის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. ქალაქის ტაძრებში ლოცვა ჩატარდა.
ადგილობრივების
თქმით, ფაქტი, რომ კათოლიკურ ეკლესიას სწორედ ბუენოს აირესის არქიეპისკოპოსი უხელმძღვანელებს,
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
რომის პაპის არჩევის შემდეგ, ღვთისმსახურება გაიმართა ლათინური ამერიკის ქვეყნების თითქმის ყველა ტაძარში. მოსახლეობა ლათინური ამერიკის პირველი წარმომადგენლის პონტიფიკოსად დანიშვნას აღნიშნავს.
რომის პაპს მილოცვა უკვე გაუგზავნეს მსოფლიო ლიდერებმა. ფრანცის პირველს მიულოცა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა და ვატიკანში ვიდეომიმართვა გაგზავნა. კათოლიკურ ეკლესიას ახალი ხელმძღვანელის არჩევა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც მიულოცა.
კომენტარი