თბილისში დაპირისპირების დროს ორი ადამიანი მოკლეს
თბილისში, ორთაჭალაში დაპირისპირების დროს ორი ადამიანი მოკლეს. მათ ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. დაპირისპირების დროს ასევე ორი ადამიანი დაიჭრა.
დაღუპულები 30 წლამდე არიან.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ე ქვეპუნქტით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კომენტარი