სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბრალდება "კოკაინშიკობაზე" - გახარიამ ყოფილ თანაგუნდელებს პროკურატურაში უჩივლა

გიორგი გახარიამ პროკურატურას მიმართა. პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ყოფილი პრემიერი ითხოვს დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ირაკლი კობახიძის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე.

საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძემ გახარიას „კოკაინშიკი“ უწოდა.

საგამოძიებო უწყებაში განცხადება დღეს ანა ბუჩუკურმა და მიხეილ დაუშვილმა შეიტანეს.

გიორგი გახარია ითხოვს გამოიკითხოს ირაკლი კობახიძე, ჩაატარონ დროული, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება და დანაშაულის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დააყენონ ცრუ დასმენაზე, კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100