სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერკელი აღშფოთებულია - აშშ 35 ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრებს უსმენდა

"The Guardian"- სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიოს 35 ქვეყნის ლიდერის სატელეფონო საუბრებს უსენდა. ეს ინფორმაიცა კი გავლენიან ბრიტანულ გაზეთს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო საგენტოს ყოფილმა თანამშორმელმა ედვარდ სნოუდენმა მიაწოდა. დოკუმენტში, რომლიც მან გარდიანს გადასცა 200 სატელეფონო ზარის მოსმენაზეა საუბარი.

ერთ-ერთი კი ამ 35 ქვეყნის ლიდერთაგანი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია. ამ საკითხთან დაკავშირებით იგი ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამასაც კი ესაუბრა ტელეფონით.იგი აღშფოთებულია მსგავსი ქმდებებით და აცხადებს, რომ მეგობრებს შორის მსგავსი პრაქტიკა სრულიად მიუღებელია.

ამერიკაში კი აცხადებენ, რომ მსგავსი რამ აბსურდია და აშშ-ს მსგავსი რამ არასდროს უკადრებია და არც მომავალში იკადრებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100