სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებმა ბანერი სახელწოდებით „გადადგეს რუსეთუმე გახარია“ გამოფინეს

პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, პარტიის რიგითი წევრები და მოქალაქეთა ჯგუფი საყვირების აქციას მართავენ. პარლამენტთან შეკრებილები შსს მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას ყოფნას აპროტესტებენ. „გადადგეს რუსეთუმე გახარია“ - ასეთი შინაარსის ბანერია გამოფენილი პარლამენტის წინ.

ამასთან, გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები. პოლიცია რუსთაველიდან პარლამენტისკენ ამომავალ გზაზე ტრანსპორტს არ უშვებს.

გარდა ამისა, პარლამენტში აკრედიტებული ჟურნალისტები პარლამენტში შენობაში შესვლამდე შემოწმებას შს სამინისტროსთან გადიან, რომლებიც პარლამენტის შესასვლელთან არიან მობილიზებულები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100