სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყარყარაშვილი: ანქვაბის თანამშრომლობა ქართველებთან სრული აბსურდია

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გია ყარყარაშვილი აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო კანდიდატის ალექსანდრე ანქვაბის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას აბსურდს უწოდებს.

ამის შესახებ "პირWელს" ყარყარაშვილმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თენგიზ კიტოვანის მიერ გაზეთ "Московская правда"-სთვის მიცემულ ინტერვიუში ანქვაბის 1992-1993 წლებში ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ანქვაბის ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა აბსურდია და მეტი არაფერი. ვფიქრობ, მოწინააღმდეგეს მსგავსი არ უნდა აკადრო. როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს, შესაძლოა, რუსულ მხარეს, ალექსანდრე ანქვაბის დისკრედიტაცია სურს", - განუცხადა "პირWელს" ყარყარაშვილმა და დასძინა, რომ ანქვაბი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "Московская правда"-სთვის მიცემულ ინტერვიუში თენგიზ კიტოვანი ალექსანდრე ანქვაბს 1992-1993 წლებში ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელს.

როგორც კიტოვანი აცხადებს, ანქვაბი 1992-1993 წლებში აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ დაზვერვასთან და მას მნიშვნელოვან ინფორმაციებს აწვდიდა.

გარდა ამისა, კიტოვანი ამტკიცებს, რომ ქართული ჯარის მიერ სოხუმში შესვლის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ალექსანდრე ანქვაბი საქართველოს სახელმწიფო საბჭოს შემადგენლობაში ჩართო და მას "აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხელისუფლების დროებით ორგანოების ფორმირება" დაავალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100