სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიალოგი თბილისელ ტაქსის მძღოლთან

დიალოგი ტაქსის მძღოლთან ანუ პოსტი მათთვის ვისაც არ სჯერა, რომ საბჭოთა კავშირს დღემდე მისტირიან.

ჩემი და ტაქსის მძღოლის დიალოგი წუხელ:
-რუსეთში ვიცხოვრე 20 წელი. ხედავ, როგორ შემინახეს რუმა ქალებმა?(კვდება სიცილით). თვითმფრინავის ბილითი ღირდა 20 მანეთი და სასტუმრო 1 მანეთი.
-ყველაფერი 1 მანეთი რომ ღირდა, მაგიტომაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. (მე)
-სტალინს რომ კიდევ 10 წელი დასცლოდა... ეჰ!
-რას ბრძანებთ, ხომ ამოგვჟლეტდა ბოლომდე.
-სტალინი გლეხ კაცს არ ერჩოდა. ვინც დახოცა ღირსი იყო!
-რას ბრძანებთ, ჯერ მარტო იმდენი მწერალი და საზ. მოღვაწე ამოხოცა სულ ტყუილად (და მოვყევი სხვა არგუმენტების ჩამოთვლას)
-ეგენი იმსახურებდნენ. არ უნდა შეწინააღმდეგებოდნენ. მწერალი რომ ხარ, დაეტიე შენთვის, რას ეჩრები პოლიტიკაში.
-ძალიან ცდებით! -ერთი ესღა ვუთხარი და გავჩუმდი. მეძინებოდა ღამის 4 საათი იყო. მოკლედ, დასკვნის გამოტანა ამის წამკითხველისთვის მიმინდვია.

(2013 წლის 20 მაისი, ავტორი: თინათინ რეხვიაშვილი.)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100