სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაიშიდან ჩამოსული აქტივისტები ხუდონჰესზე გამართული დებატების ჩაშლას ცდილობენ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში, სახალხო დამცველის ოფისის და ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მიმდინარეობს საჯარო დებატები თემაზე: „ხუდონჰესი, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტების ზეგავლენა ადამიანის უფლებებზე“.

შეხვედრის მთვარმა მომხსენებლებმა, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეებმა ილია ელოშვილმა და ირაკლი ხმალაძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა მაია ბითაძემ, „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელმა მანანა ქოჩლაძემ და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა მაია ლიპარტელიანმა ხუდონჰესის აშენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებიან დარგის სპეციალისტები, ეკონომისტები და იურისტები, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. დარბაზში მობილიზებულია ხუდონჰესის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი და ხაიშიდან ჩამოსული რამდენიმე აქტივისტი, რომლებიც ცდილობენ შეხვედრა ჩაშალონ.

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის მოდერატორმა, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა არაერთხელ მოუწოდა ხაიშიდან ჩამოსულ აქტივისტებს შეხვედრა კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართულიყო, ისინი ცდილობენ გამომსვლელებს ხელი შეუშალონ და სიტყვის თქმის საშუალება არ მისცენ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა პირადად მიმართა ხაიშის გამგებლის მოადგილეს ზურაბ ნიჟარაძეს და შეახსენა იმ შეთანხმების შესახებ, რომელიც სამინისტრომ ხაიშელებს შესთავაზა - უნდა შექმნილიყო ადგილობრივთა ათკაციანი ჯგუფი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან დიალოგს გამართავდა. ამაზე ხაიშელები იუსევ უარს აცხადებენ და საქმიანი დიალოგი ვერ ხერხდება.

კითხვის დასმის უფლება ითხოვეს სტუდენტებმა, რომლებსაც პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგეებმა დებოშით უპასუხეს. დარბაზის კართან შეკრებილი აქტივისტები მუდმივად ცდილობენ დებატები ჩაშალონ და დიალოგი არ მოხერხდეს. ისინი რეპლიკებით და შეძახილებით ცდილობენ ხელი შეუშალონ ყველა გამომსვლელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100