პრეზერვატივებისგან „აწყობილი“ სანტა კლაუსი
ტაილანდის ერთ–ერთი რესტორნის მეპატრონეებმა, სადაც უსაფრთხო სექსის რეკლამირებით მომსახურე პერსონალიცაა დაკავებული, გადაწყვიტეს, შობას ორიგინალური სანტა კლაუსით შეხვდნენ და სანტა კლაუსი, შობის ეს მთავარი, ცოცხალი ატრიბუტი... პრეზერვატივებით შემოსეს.
რესტორანს „კომბოსტო და პრეზერვატივები“ ჰქვია და იგი საკმაოდ პოპულარულია ტაილანდში. ამ რესტორნისგან მრავალი კრეატივი და საინტერესო, სენსაციური იდეა ახსოვთ, მაგრამ პრეზერვატივ–სანტა კლაუსის გამოჩენამ ტაილანდელები მაინც დააბნია. ამის მიუხედავად, ისეთებიც აღმოჩნდნენ (ძირითადად, ტურისტები), რომლებმაც ფერადი პრეზერვატივებით მორთულ სანტასთან და ამავე ატრიბუტით აღჭურვილ ფიფქიასთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.
„კომბოსტო და პრეზერვატივები“ მსოფლიოში ერთადერთი რესტორანია, სადაც შეკვეთის მიცემასთან ერთად თქვენ ავტომატურად გეძლევათ შანსი, უფასო ვაზექტომია გაიკეთოთ მეზობლად მდებარე კლინიკაში. რესტორანი ბანგკოგის ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა სიაშიცაა შეტანილი.
კომენტარი