სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფენელები სოფლის გამგებლად "ქართული ოცნების" კანდიდატის დანიშვნას აპროტესტებენ

სოფელ აფენის მოსახლეობა სოფლის გამგებლად "ქართული ოცნების" კანდიდატ დავით ლობჟანიძის დანიშვნას აპროტესტებს. ისინი ამ თანამდებობაზე ყოფილ გამგებელ გელა კობახიძის დაბრუნებას ითხოვენ.

ამ მოთხოვნით აფენელები ლაგოდეხის რაიონის გამგეობასთან შეიკრიბნენ. ადგილობრივების თქმით, „ოცნების“ კანდიდატი მათთვის მიუღებელია, რადგან ის სოფლის პრობლემებს არ იცნობს. 

კობახიძის მხარდასაჭერად მოსახლეობამ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო და დახმარებას რაიონის გამგებელს სთხოვს. 

მოსახლეობის მოთხოვნას ლაგოდეხის რაიონის გამგებელი გამოეხმაურა. ვალერი ალიბეგაშვილის განცხადებით, აფენის რწმუნებულის თანამდებობაზე უახლოეს პერიოდში კონკურსი გამოცხადდება. 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100