სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

chiti.ge "მე-9 არხის" პრომოს "დაწუნებულ" ვარიანტს აქვეყნებს (ვიდეო)

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" სულ უფრო პოპულარული ხდება ცნობილი იუმორისტული, ე.წ. "სადეზინფორმაციო სააგენტოს", chiti.ge-ს მიერ გამოქვეყნებული ვიდეორგოლი, რომელიც, თითქოსდა, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელეკომპანია "მე-9 არხის" პრომოს ერთ-ერთ, დაწუნებულ ვარიანტს წარმოადგენს.

ზოგადად, ამ პორტალის ვიდეოები და სხვა მასალები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია სოციალურ ქსელში და სხვა დროსაც არაერთხელ დაუმსახურებია განსაკუთრებული ყურადღება. კონკრეტულად ამ ვიდეორგოლს: "ეცადე, დაინახო მეტი", რომელიც წუხელ, დაახლოებით სამის ნახევარზე განთავსდა, უკვე 3.000-დე ნახვა და 200-ზე მეტი მოწონება აქვს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100