სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკოსები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობას აფასებენ

„დღეს საქართველო 75%-ით ენერგეტიკულად დამოკიდებულია ჩვენს მეზობელ ქვეყნებზე, თუმცა საქართველოს ნამდვილად აქვს იმის შესაძლებლობა, ბუნებრივი რესურსების საშუალებით იყოს ენერგოდამოუკიდებელი ქვეყანა“ _ აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყანას ბევრ სიკეთეს მოუტანს.

რას ფიქრობენ ამ პროექტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები და როგორია მათი არგუმენტები, ამის შესახებ კომენტარებს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აკეთებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ლევან ბერძენიშვილი: „ხუდონჰესის და არა მარტო ამ ჰესის მშენებლობისას აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ, თუ რა შედეგს მოუტანს ის ქვეყანას, რა დაგვრჩება ჩვენ და ა.შ. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის, ასეთი გადაწყვეტილებებისას აუცილებელია მოხდეს იმის განსაზღვრა, თუ რა შედეგი ექნება მას გარემოზე, მოსახლეობაზე და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ჰესის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა მოიძებნოს კომპრომისული ვარიანტი. თავად ჰესის მშენებლობის იდეას მივესალმები“.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი gigi wereTeli: xudonhesTan dakavSirebiT, detalebSi Rrmad ar var Caxeduli da ama Tu im sakiTxis mimarT proeqtis avtorebis xedva CemTvis jer kidev ucnobia. vgulisxmob imas, rom ar vici, rogor apireben gansaxlebisa da garemosdacviTi sakiTxebis gadawyvetas. es ori problema Tu racionaluri gadawyvetilebis miRebiT mogvardeba, ar dazaraldeba xalxi da garemoze zemoqmedebis minimalizacia მოხერხდა, proeqtis ganxorcielebas ver SevewinaaRmdegebi. mimaCnia, rom qveynis ekonomikuri ganviTarebisTvis farTo masStabis infrastruqturuli proeqtebi unda ganxorcieldes. saqarTvelosTvis erT-erTi aseTi xudonhesia, romelzec ver vityviT uars. mTavaria, profesionalebis safuZvliani analizisa da maT mier dadebuli daskvnebis safuZvelze aSendes.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიგლა აგულაშვილი: „ხუდონჰესის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას უფრო აამაღლებს. აუცილებელია მოხდეს საქართველოს ენერგორესურსების ათვისება და ვფიქრობ, ეს ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს მისცემს. მაგალითად, ხვალ გაიხსნა ბევრი საწარმო, ისმის კითხვა, ვართ თუ არა მზად, უფრო ზუსტად, არის თუ არა მზად ქვეყნის ენერგოსისტემა ამისთვის? ამიტომ, ჰესის მშენებლობა აუცილებელია. თუმცა, აქ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რა დასკვნას დადებს გარემოზე ზემოქმედების მიმართულებით სამინისტრო და გაიცემა თუ არა ნებართვა მშენებლობაზე. თუ სამინისტროს ექნება შენიშვნები, პროექტის ავტორებმა ის შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ. თუ არ ექნება შენიშვნები, ცხადია, რომ ის უნდა აშენდეს“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100