სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს ჭინკა ვის დაემუქრება, ნაკლებად საინტერესოა" - ხაბეიშვილი "ხარებაზე"

"ზურაბ ხარაზიშვილი საზოგადოებისთვის საშიშია" - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის დღეს გაჟღერებულ მუქარას.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ""ხარებაში" განსხივოსნებულია ბიძინა ივანიშვილი და რუსული რეჟიმის წარმომადგენლები".

სწრაფად შემიძლია გამოჯანმრთელება, ამას საზოგადოებაც ხედავს, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, ეს არ არის სასაცილო, ეს ეხებათ ჩვენს შვილებს, ჩვენს მოქალაქეებს ეხებათ. ეს ჭინკა ვის დაემუქრება ეს ნაკლებად საინტერესოა" - ამბობს ხაბეიშვილი.

ზვიად ხარაზიშვილი ლევან ხაბეიშვილს "უარესით" ემუქრება. "ტვ პირველთან" ინტერვიუში "ხარება" ამბობს, რომ ის "არაკაცებს" სცემს და სია აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100