17 მაისის აქციის მონაწილეთა დარბევა დაიწყო
სიტუაცია პუშკინის სკვერთან მას შემდეგ დაიძაბა, რაც 17 მაისის ანტიაქციის წევრებმა თავისუფლების მოედანთან არსებული პოლიციის კორდონი გაარღვიეს და პუშკინის სკვერში შეიჭრნენ.
ანტიაქციის მონაწილეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლგბტ ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც პარლამენტის ყოფილ შენობასთან მისვლა გადაიფიქრეს და ფლეშმობს პუშკინის სკვერში მართავდნენ.
პოლიციამ რამდენიმე ადამიანი უკვე დააკავა, აქციის მონაწილეები კი, მათივე უსაფრთხოების მიზნით, პუშკინის სკვერიდან გააცილა, თუმცა, აქციის რამდენიმე მონაწილე აგრესიული მოქალაქეების რკალში აღმოჩნდა. პოლიცია, ჯერჯერობით, მათ გამოხსნას ვერ ახერხებს.
კომენტარი