საქართველოს პროკურატურის განცხადება ბედუკაძის მიერ დახმარების თხოვნასთან დაკავშირებით
შეგახსნებთ, რომ პატიმრების წამების ამსახველი კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საფრანგეთის საელჩოს საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას სთხოვს. აღნშნულ თხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს:
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე არცერთი სამართალდამცველი ორგანოს მიერ ზეწოლა არანაირი ფორმით არ ხორციელდება.
დღეს მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 8-ე საპყრობილის მორიგე ინსპექტორის ვლადიმერ ბედუკაძის ოჯახის წევრებზე ხორციელდებოდა ზეწოლა. ბედუკაძის ოჯახის წევრები საკუთარ სახლში იმყოფებიან და მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ.
8-ე საპყრობილის მორიგე ინსპექტორმა ვლადიმერ ბედუკაძემ პატიმართა წამებისა და ღირსების შელახვის კადრები გაავრცელა. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იძებნება და დაუსწრებლად აქვს ბრალი წაყენებულ“.
კომენტარი