პროკურორი: იმის ნაცვლად, რომ გიორგი მამალაძეს ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე ეპასუხა, მან დაგვწყევლა
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა დღესაც ჩაიშალა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსულმა პროკურორებმა განაცხადეს, ბრალდებულმა მათ კითხვებს კვლავ თავი აარიდა და ისინი დაწყევლა.
„იმის ნაცლად, რომ ჩვენი კრიტიკული შეკითხვებისთვის პასუხი გაეცა, მან წყევლა შემოგვითვალა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას კრიტიკულ კითხვებზე პასუხი არ აქვს“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა, თუმცა არ დააკონკრეტა, რა შინაარსის იყო მათი კრიტიკული შეკითხვები.
პროკურორის თქმით, გიორგი მამალაძემ მიზეზად ოჯახის უსაფრთხოება დაასახელა და დაკითხვამდე, ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.
ჯარჯი წიკლაურის თქმით, პროკურატურა განიხილავს მამალაძის ადვოკატების წერილობით მიმართვას ოჯახის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებას მიიღებს.
როდის გაგრძელდება დეკანოზის დაკითხვა, პროკურორები ვერ აკონკრეტებენ.
კომენტარი