"მაესტრო, ნეაპოლელებისთვის ყველაფერი ხარ" - გამოხმაურებები მორიგი შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ: "კვარას" ფაქტორი, ანუ როგორ დააწყებინა ხვიჩამ იტალიელებს ქართულად წერა
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია ა-ს 27-ე ტურში ტურინში, "ტორინოს" ესტუმრა, ანგარიშით 0:4 სძლია და "სკუდეტოს" მოგებას კიდევ უფრო მეტად მიუახლოვდა. მოედანზე ხვიჩა კვარაცხელია ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან 11-მეტრიანი გამოიმუშავა და თვითონვე შეასრულა ზუსტად, ასევე, ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა. ხვიჩას გარდა გოლები ვიქტორ ოსიმენმა და ნდომბელემ გაიტანეს. კვარაცხელია სერია ა-ს მიმდინარე სეზონაში გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც 10 საგოლე გადაცემა და 12 გოლი დაუგროვდა. Sofascore-მა "კვარას" გუშინდელი თამაში 8.3 ქულით შეაფასა. თამაშის შემდეგ "კვარას" შესახებ არაერთი შეფასება დაიწერა სოციალურ ქსელებში.
კომენტარი