საქართველოში ესპანეთის მეფე ჩამოდის
ესპანეთის სამეფო კარმა საქართველოში ჩამოსვლაზე მიხეილ სააკაშვილისგან ოფიციალური მიწვევა მიიღო.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, მან ესპანეთში ვიზიტისას მისი კოლეგის, საგარეო საქმეთა მინისტრის დახმარებით ესპანეთის მეფეს პრეზიდენტის მიპატიჟება გადასცა, რაც სამეფო კარის მიერ მიღებული იქნა და მოლაპარაკებები შეხვედრის გარშემო უკვე დაიწყო.
„ჯერ ვიზიტის დრო დაზუსტებული არ არის, თუმცა ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ესპანურ მხარესთან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მინისტრის განცხადებით, დაგეგმილი ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე დადებით გავლენას მოახდენს და სახელმწიფოების კიდევ უფო დაახლოებას შეუწყობს ხელს.
კომენტარი