სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პასუხები იქნება ხვალ დილით..." - ნახეთ, რას წერს თვითიზოლაციაში მყოფი გიორგი ვაშაძე

პოლიტიკური მოძრაობა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომლის პოლიტიკურ პარტნიორ თაკო ჩარკვიანსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ფეისბუკზე მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტი თავადაც ჩააბარა და პასუხის მიღებამდე იზოლაციაში რჩება:

"1. ჯანმრთელად ვარ და არანაირი სიმპტომი არ მაქვს;

2. სამწუხაროდ თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ბოლო კონტაქტი 12 დღის წინ მქონდა ზუგდიდში ღია სივრცეში, რადგან თაკოს ოფისი საბურთალოზეა, მე კი ისანში ვარ ძირითადად და რეგიონებში დავდივარ;

3. მიუხედავად ამისა ერთი საათის წინ ჩავაბარე, როგორც PCR, ასევე ანტისხეულებზე ტესტი;

4. პასუხები იქნება ხვალ დილით და მანამდე ვიქნები თვითიზოლაციაში;

5. თაკოსთან ყველა კონტაქტში მყოფი პირის გამოკვლევას ვაკეთებთ;

6. სიას გადავცემთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს, თვითონ ჯერ კავშირზე არ გამოსულან;

7. იმედი მაქვს იქნება საკმარისი ტესტების მარაგი, რომ ყველას ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა,"- წერს გიორგი ვაშაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100