დედა სიდონია აქციას ეხმაურება: თვით მაცხოვრის მოწაფეებში აღმოჩნდა სხვა ინტერესების მქონე და რა, დააკლო რამე გამოხსნის იდეას?
დედა
სიდონია თბილისის
ცენტრში გამართულ
ფართომასშტაბიან აქციას
ეხმაურება:
„აბსოლუტური
უმრავლესობა ახალგაზრდობა იყო გუშინდელ აქციაზე, რაც ვნახე!
აბსოლუტურად
აპოლიტიკური უმრავლესობა, რომლებიც მეუბნებოდნენ რომ, უსამართლობის განცდამ მოიყვანა იქ.
რა
თქმა უნდა ბევრი შეეცდება გამოიყენოს სიტუაცია, მაგრამ ამ აქტივობის პოლიტიკურად შერაცხვა - კიდევ ერთი უგულისხმობაა.
P.S. ვინც
ასე ფიქრობს, ალტერნატივა შესთავაზონ ბატონ ზაზას“- წერს მონაზონი
ფეისბუქზე.
დედა
სიდონია
მეორე
სტატუსსაც
აქვეყნებს:
„ანუ რა გამოდის, თუ ნებისმიერი პროტესტის გამოხატულებას დავარქმევთ პოლიტიკურ დაკვეთას, ამით დავკარგავთ გამოხატვის და პროტესტის უფლებას. რადგან ნებისმიერ გამოხაუტულებაზე გეტყვიან- შენ ის ხარ, შენ ის ხარ...
მინარევები ყოველთვის ყველაფერს ექნება,
თვით მაცხოვრის მოწაფეებში აღმოჩნდა სხვა ინტერესების მქონე და რა, დააკლო რამე გამოხსნის იდეას?“
კომენტარი