ჟურნალისტმა სვეტლანა სოროკინამ რუსეთის პრეზიდენტის საბჭო პროტესტის ნიშნად დატოვა
ჟურნალისტმა სვეტლანა სოროკინამ პროტესტის ნიშნად დატოვა რუსეთის პრეზიდენტის საბჭო, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ჟურნალისტს მიბაძა ასევე პუბლიცისტმა ირინა იასინამ.
ჯურნალისტიცა და პუბლიცისტიც რუსეთის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და ადამიანთა უფლებების დაცვის საბჭოს წევრები იყვნენ, დღეს კი ამ საბჭოდან გამოსვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთეს. მათი პროტესტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
სოროკინა და იასინა თვლიან, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხელისუფლება სასტიკად გაუსწორდა.
ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სვეტლანა სოროკინამ და ირინა იასინამ „ლაივჯორნალში“, თავიანთ გვერდებზე გაავრცელეს. განცხადების ბოლოს ნათქვამია, რომ ორივე პიროვნება გამოხატავს უღრმეს პატივისცემას იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ზემოთაღნიშნულ საბჭოში რჩებიან და ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული ცვლილებების მიღწევა ქვეყანაში ჯერაც შესაძლებელია.
კომენტარი