სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდანვე გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ვალერი გელბახიანის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.

მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა, თუმცა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე 30 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

პროკურორმა განაცხადა, რომ ვალერი გელბახიანი ხელს შეუშლიდა გამოძიებას და არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ვალერი გელბახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი, რომ გამოცხადდა გამოძიებაში და დააკმაყოფილა დაცვის მოთხოვნა.

ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100