ეტოო „ანჟის“ მიტოვებას გეგმავს
გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ საფეხბურთო კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ „ანჟის“ თავდამსხმელით, ეტოოთი დაინტერესდა, დადასტურდა.
გასულ კვირას, პარიზის კლუბის სპორტულმა დირექტორმა პირადად დაურეკა 31 წლის კამერუნელ ფეხბურთელს. ეტოომ კი განაცხადა: „კლუბისგან კონკრეტულ შემოთავაზებას ველოდები, რომელზეც ნათელი პასუხის გაცემა შემეძლება!“
როგორც ცნობილია „სენ-ჟერმენში“ გადასვლით ეტოო უფრო დაინტერესებულია, ვიდრე კარლოს ტევესი და ალეშანდრე პატუ.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი „ანჟიში“ გასულ წელს გადავიდა, ჩაატარა 23 მატჩი და გაიტანა 13 გოლი.
კომენტარი