სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბელორუსში FEMEN–ის აქტივისტი ქალები გაუჩინარდნენ

უკრაინული ორგანიზაცია ”FEMEN-ის” აქტივისტები შველას ითხოვენ. ”FEMEN-ის” სამი აქტივისტი და ერთი ოპერატორი გოგო გუშინ ბელორუსში, მინსკის ავტოსაგურიდან გაუჩინარდნენ და მათ შესახებ არავინ არაფერი იცოდა. დღეს კონტაქტზე გამოვიდა ერთ-ერთი გაუჩინარებული აქტივისტი ინა შევჩენკო, რომელიც აცხადებს, რომ გოგოები ბელორუსის КГБ-მ და მილიციამ გაიტაცა, თვალებახვეულები წაიყვანეს ტყეში, ემუქრებოდნენ, თავები გადაპარსეს და ტყეში შიშვლები დატოვეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ ორგანიზაციის ბლოგი ავრცელებს.

"SOS, გვიშვეელთ!” - ამ შინაარსის ტექსტი გამოქვეყნდა რამდენიმე საათის წინ ორგანიზაცია ”FEMEN-ის” ბლოგზე. გუშინ ბელორუსის ცენტრში პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართღული აქციის შემდეგ კონტაქტი დაიკარგა აქციის მონაწილე სამ აქტივისტთან - ინა შევჩენკოსთან, აქსანა შაჩკოსთან და ალექსანდრა ნემჩინოვასთან. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ორგანიზაციის ოპერატორი, ავსტრალიის მოქალაქე კიტი გრინი მილიციამ დააკავა. FEMEN მოუწოდებს ავსტრალიის საელჩოს, დროულად ჩაერთოს საკუთარი მოქალაქის გათავისუფლების საქმეში.

ორგანიზაცია ”FEMEN-მა” გაუჩინარებული აქტივისტების გამო განგაში მალევე ატეხა. დაკარგულთაგან დღეს ინა შევჩენკო გამოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ ავტოსადგურიდან გოგოები ბელორუსის პოლიციისა და КГБ-ს თანამშრომელბმა ავტობუსით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. მათ თვალები აუხვიეს და მთელი ღამის მგზავრობის შემდეგ უცხო ადგილას, ტყეში, ჩამოსვეს. მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, დანით აშინებდნენ და გახდას აიძულებდნენ. ამ ყველაფერს კი ვიდეოკამერაზე იღებდნენ. საბოლოოდ, გამტაცებლებმა აქტივისტ გოგოებს თავები გადაპარსეს და შიშვლები ტყეში დატოვეს. როგორც ინა შევჩენკო ამბობს, გატაცებული აქტივისტები უახლოეს დასახლებამდე, სოფელ ბეკამდე, ფეხით მივიდნენ და დახმარება ითხოვეს.

”FEMEN-ის” ოფიციალური ბლოგი იტყობინება, რომ ამჟამად სოფელში წასულები არიან უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები და ჟურნალისტები, თუმცა აქტივისტების მდგომარეობა ამ დრომდე უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100