სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

რუსთავში N79- საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილ პირებსა და "თავისუფალი ზონის" ოპერატორსა და ჟურნალისტს შორის სიტყვიერი დაპირპისრება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ფიზიკური დაპირპირება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სიტუაციის განმუხტვა ადგილზე სამართალდამცავების მისვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
აღნიშნულ ინციდენტს საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისთვის ხელი არ შეუშლია. სიტუაციაში გარკვევის მიზნით 79-ე უბანზე იმყოფება NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ ინციდენტთან დაკაკვშირებით ბრიფინგის გამართვას "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გეგმავენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100