სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სამწუხაროა, რომ გვიწევს ამ განცხადების გამოქვეყნება, მაგრამ უმჯობესია საზოგადოებამ იცოდეს ზუსტი ფაქტები" - შსს-ს განცხადება გუდაურის ტრაგედიაზე

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გუ­და­ურ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს და მე­დი­ა­ში გა­სულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს პა­სუ­ხობს. უწყე­ბის ცნო­ბით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­დი­ა­ში არას­წო­რი ფაქ­ტე­ბი გავ­რცელ­და. "პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერთხელ ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოვ­თქვამთ, 29 ივ­ლისს, გუ­და­ურ­თან მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო და ვუ­სამ­ძიმ­რებთ გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხებს, კო­ლე­გებს, მე­გობ­რებ­სა და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს. გვსურს, გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ზო­გი­ერთ მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გაჟ­ღე­რე­ბულ არას­წორ ფაქ­ტებს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ტრა­გე­დი­ის ფონ­ზე გვი­წევს ამ გან­ცხა­დე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცო­დეს გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და ზუს­ტი ფაქ­ტე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბორტზე მყო­ფი მფრი­ნა­ვე­ბი და ბორტ-ტექ­ნი­კო­სე­ბი: პოლ­კოვ­ნი­კი ზაზა ლო­რია, ვიცე- პოლ­კოვ­ნი­კი ლე­ვან ჩო­ხე­ლი, მა­ი­ო­რი დი­მიტ­რი ქა­ა­ძე და ლე­ი­ტე­ნან­ტი ან­დრო ქუ­ჯოშ­ვი­ლი თა­ვი­სი საქ­მის მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ. ბორ­ტს მარ­თავ­და, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავი­ა­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, საფ­რე­ნოს­ნო მომ­ზა­დე­ბის დარ­გში, პოლ­კოვ­ნი­კი ზაზა ლო­რია, რო­მე­ლიც 1992 წლი­დან გახ­ლდათ მფრი­ნა­ვი და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­თა­უ­რობ­და შვე­ულმფრე­ნე­ბის ეს­კად­რი­ლი­ას.პოლ­კოვ­ნი­კი ზაზა ლო­რი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა ბევ­რი, რთუ­ლი სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცია და მას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჰყავს გა­დარ­ჩე­ნი­ლი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავი­ა­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ბა­ზა­ზე ვერ­ტმფრე­ნის ყო­ვე­ლი აფ­რე­ნის დროს დე­ტა­ლუ­რად ხდე­ბა ვერ­ტმფრე­ნის შე­მოწ­მე­ბა და და­უშ­ვე­ბე­ლია, რომ ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი ვერ­ტმფრე­ნი პი­ლო­ტებ­მა დაძ­რან და მარ­თონ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 – 2022 წლებ­ში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ავია პარ­კი სრუ­ლად გა­ნახ­ლდა, რაც გუ­ლის­ხმობს, რომ ყვე­ლა ვერ­ტმფრე­ნი რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, გა­მარ­თუ­ლი და გა­ნახ­ლე­ბუ­ლია. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2022 წლის მარ­ტში სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბი­სა და სა­ა­ვი­ა­ციო ტექ­ნი­კუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს შე­სა­ბა­მი­სად, შე­ი­ძი­ნა შვე­ულმფრე­ნე­ბის 2 კუდა ხრახ­ნის კომ­პლექ­ტი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ბა­ლანსზე რი­ცხუ­ლი 2 "მი-8“ მტვ - 1 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის­თვის.ორი­ვე ვერ­ტმფრენ­ზე ძვე­ლი კუდა-ხრახ­ნე­ბი ჩა­ნაც­ვლდა ახ­ლე­ბით, სა­ა­ვი­ა­ციო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო წე­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ამ წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით. გვსურს ასე­ვე გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თოთ, სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის ბა­ლანსზე არ­სე­ბულ 2 "სუ­პერ პუ­მას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც 2011 წლებ­ში შეს­ყი­დუ­ლი იყო სა­მაშ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­რე­შე. სწო­რედ ამი­ტომ სუ­პერ პუ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ვერ ხდე­ბა სამ­ძებ­რო-სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში (ხალ­ხის ამო­საყ­ვა­ნად და ვერც ხან­ძრე­ბის ჩა­საქ­რო­ბად). გან­სა­კუთ­რე­ბით უნდა გა­მოვ­ყოთ ერთ ერთი სუ­პერ პუმა, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი შეკ­ვე­თით, მა­ღა­ლი კლა­სის სა­ლო­ნი­თა და დი­ზა­ი­ნი­თაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ მა­ღა­ლი რან­გის პი­რე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ვერ­ტმფრე­ნი "მი – 8“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ძებ­ნა - გა­დარ­ჩე­ნის და სა­მაშ­ვე­ლო ოპე­რა­ცი­ებ­ში. აღ­ნიშ­ნულ შვე­ულმფრენს აქვს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მაშ­ვე­ლო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა. ასე­ვე, მე­დი­ა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი, რომ "სუ­პერ პუმა“ კა­ხე­თის რე­გი­ონ­შია ჩარ­ჩე­ნი­ლი, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს. "სუ­პერ პუმა“ ამოყ­ვა­ნი­ლია ლა­გო­დე­ხის და­სა­ცა­ვი მო­ნაკ­ვე­თი­დან და და­სა­წყო­ბე­ბუ­ლია ავი­ა­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლო ბა­ზა­ზე.ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ავი­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბენ სა­უ­კე­თე­სო, მა­ღა­ლი დო­ნის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მფრი­ნა­ვე­ბი და ბორტ-ტექ­ნი­კო­სე­ბი, რომ­ლე­ბიც წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ გა­დი­ან სპე­ცი­ა­ლურ გა­დამ­ზა­დე­ბას. რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, გუ­და­უ­რის ტრა­გე­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მყი­სი­ე­რად და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 275–ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს" - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100