კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე პაციენტი 54 წლის კაცია
საქართველოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილი 27-ე ადამიანი 54 წლის კაცია. ის ბათუმში დღეს დილით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1 759 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5 584 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში - 781, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
კომენტარი