სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ, რას წერს შოთა არველაძე ნიკოლოზ ბასილაშვილზე

შოთა არველაძემ ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. ყოფილმა ფეხბურთელმა Facebook-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მან აღნიშნა, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს, ბასილაშვილი კი დიდი ქართველი სპორტსმენია.

„ჩემი ბუნებით, ხასიათით და პრინციპებით, ყოველთვის, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ - განსაკუთრებით ქალების მიმართ, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას ალამაზებენ. ნიკოლოზ ბასილაშვილი ძალიან დიდი, მოქმედი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირადად მე და მის ათასობით გულშემატკივარს, არაერთხელ მოგვცა სიამაყის საფუძველი. არ ვიცნობ პირადად, მაგრამ, მინდა ამ რთულ მომენტში მხარდაჭერა გამოვუცხადო“ - წერს არველაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100