სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ მაღალაშვილი - ეროვნული კინოცენტრის ახალი დირექტორი

ეროვნულ კინოცენტრს ახალი დირექტორი ჰყავს. 26 აპრილს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ზურაბ მაღალაშვილი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა წარადგინა.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ყოფილ დირექტორს ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება ამა წლის 25 მარტს ამოეწურა. ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი 29 მარტს გამოცხადდა. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის კონკურსის წესით შესარჩევად შეიქმნა მინისტრის საკონსულტაციო საბჭო, რომლის შემადგენლობა საქართველოს კინოაკადემიის მიერ განისაზღვა.
კონკურსის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში, სამინისტროში შემოვიდა სულ 13 საკონკურსო განაცხადი. შედგა როგორც გასაუბრება, ასევე 4 სამუშაო შეხვედრა.ორეტაპიანი კენჭისყრის შედეგად, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორობის სამი შესაძლო კანდიდატი გამოვლინდა: მარინა ხოხლენკო-კალტრაიდერი, ზურაბ მაღალაშვილი და გაგა ჩხეიძე. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კინოცენტრის განვითარების სამწლიანი გეგმისა და გასაუბრების საფუძველზე გამარჯვებული ზურაბ მაღალაშვილი გახდა.
ეროვნული კინოცენტრი ულოცავს ზურაბ მაღალაშვილს და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100